დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

მელაშვილისა და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე, ასევე გადაყენებულნი იქნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პროკურატურის მოთხოვნაზე უკმაყოფილება გამოთქვა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს გარეშე, რამდენიმე პირის თავდებობის საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადვოკატებმა თავმდებ პირებს შორის დაასახელეს ბათუ ქუთელია, ნინო გოგუაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და საბა ბუაძე.

banner
წინა სტატიაში“ბოკერიას ურჩევნია, რაც ჩემთან სანაძლეო წააგო, ჩააბაროს და შემდეგ ილაპარაკოს რევოლუციაზე”
შემდეგი სტატია“საქართველო შეპირებულ ვაქცინას დათქმულ ვადაში მიიღებს”