დავით გარეჯის საქმე – დოკუმენტი, რომელიც დღემდე არ გასაჯაროებულა

ვრცელდება დოკუმენტი, რომელსაც ხელს საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აწერს.

აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში მაშინდელი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს.

დოკუმენტს ხელს ზურაბ ნოღაიდელი საქართველს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საფრანგეთში საქართველოს საელჩომ მყისიერი რეაგირება მოახდინა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტო-მასალაზე, სადაც საფრანგეთის ოვერნ რონ ალპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთ შეხვედრაზე რუკასთან დგას, რომელზეც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი სომხეთის შემადგენლობაშია მოქცეული.

banner
წინა სტატიაშისკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – სტატისტიკა მოწმობს, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე “ლელოა”