დავით გარეჯის სამარცხვინო დათმობის პროცესი გრძელდება

საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დავით გარეჯის დათმობას. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ბოლო დღეების მანძილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედებაზე ვინმე ჩვენს ქვეყანაში არის პასუხისმგებელი? რა უფლებით და რომელი ლეგიტიმაციით გამოაქვთ ხატები ქართული მონასტრების კელიებიდან? სადაა მთავრობა, სადაა სადემარკაციო კომისია, სადაა პარლამენტი? სადაა და აქაა, მეგობრებო. უბრალოდ, დავით გარეჯის სამარცხვინო დათმობის პროცესი გრძელდება, ეს ჩვენს თვალწინ ხდება და ძალიან ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ამ უმწვავეს ეროვნულ პრობლემაზე საჯარო საუბარი ტაბუდადებულ თემად ითვლება ან რუსეთის აგენტობად! რუსეთი აქ მაინც რა შუაშია, გაუგებარია, მაგრამ იარლიყებთან დაკავშირებულ სიგიჟეს რომ საზღვარი არა აქვს, ეს უკვე გავიგეთ.

ახლავე იცოდეთ: ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ დავით გარეჯის გაყიდვას. “ქართულ ოცნებას” ვეუბნები: საყდრისი ხომ ააფეთქეთ, არც საყდრისის განადგურება შეგრჩებათ და არც დავით გარეჯის დათმობა – წერს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : სამწუხაროდ, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სასწავლო პროგრამიდან უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად ამოიღეს
შემდეგი სტატია“ერთმა პოლიციელმა ცემისგან ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა” – საბანაძე 20-21 ივნისის მოვლენებზე