დავით გარეჯის საკითხზე ბაქოში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება. კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება. კომისიის პირველი სხდომა გასულ კვირას შედგა.

„იქ განიხილება ძალიან ბევრი დეტალი მნიშვნელოვანი საკითხები ეს არის პირველი სხდომა, მოგეხსენებათ მას შემდეგ, რაც გარკვეული პაუზა იყო. ქართული მხარე მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ აღნიშნული ჩატარდეს აზერბაიჯანთან, როგორც ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

banner
წინა სტატიაში“ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს” – ბახტაძე
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : მეორე ტურში მობილიზაცია გვექნება