დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერ დავით ქაცარავას ხვალ სუს-ში იბარებენ

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერ დავით ქაცარავას ხვალ სუს-ში იბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის შემაჯამებულ ანგარიშში განხილულია იყო 2019 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც.

ანგარიშში “დესტრუქციულ კამპანიად” და ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრული ურთიერთობების დამაზიანებელ ქმედებებად იყო მოხსენიებული სამონასტრო კომპლექსთან ჩატარებული მშვიდობიანი აქციები და აღნიშნული იყო, რომ პროცესებში ჩართული იყვნენ “სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები”:

„ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები”

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 127 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: რჩევა 30 პარტიიან ამბიციურ გაერთიანებას