დავით ერაძე და თამთა მურადაშვილი დაზარალებულად ცნეს

“რუსთავი2”-ის თანამშრომლები დავით ერაძე და თამთა მურადაშვილი დაზარალებულად ოფიციალურად ცნეს. ამ მიზეზით პოლიციის განყოფილებაში ისინი გვიან ღამით დაიბარეს.
ინციდენტი “რუსთავი2“-ის შენობასთან რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ე.წ. „ქართული მარშის“ წევრებმა, რომლებიც გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ, ტელეკომპანიის იურისტის მანქანა ალყაში მოაქციეს და გაბუნიასა და მურადაშვილს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
დაპირისპირების შედეგად დავით ერაძეს „ქართული მარშის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

banner
წინა სტატიაშივოლოკოლამსკი: რუსეთის აჯანყებული ქალაქი (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშუახევში, მდინარეში გაუჩინარებული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს