დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში 26 ივლისს მოუსმენენ

პარლამენტში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 26 ივლისს მოუსმენენ.

დვალი და აქიმიძე საკანონმდებლო ორგანოში, საჯარო ფორმატში დამოუკიდებელ დეპუტატებს – ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან.

დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ის თემა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, საკითხის საჯარო სივრცეში განხილვა.

„მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ყველა იმ ჯგუფს, რომელიც თვლის, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა საჯარო უნდა იყოს, მივცეთ ღია სივრცე პარლამენტში.

დვალს და აქიმიძეს ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ და პარლამენტში საჯაროდ უპასუხონ ყველა იმ კითხვას, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც დვალმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ის მიესალმება კობერიძის ინიციატივას და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად პარლამენტში მივა.

banner
წინა სტატიაში“გენდერული დისკრიმინაცია” – კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ჯანეზაშვილისა და დოლიძის პროტესტზე
შემდეგი სტატია“სრული ბოდვაა, დადგნენ მოიფიქრეს ის, რაშიც თვითონ არიან ჩაფლულები” – ბესელია