დავით დვალი: „რუსთავი 2“-ში ცენზორად არ დავბრუნდები

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ყოფილი მფლობელი დავით დვალი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

“მართალი გითხრათ მივესალმები, რაც მეტი ღია და უფრო გარკვეული იქნება იმ სასამართლო პროცესთან, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას უჩენს საზოგადოებას და ბევრი პრეტენზიაა, მით უფრო უკეთესი იქნება საქმისთვისაც”- განაცხადა დავით დვალმა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

“მე იურისტი არ ვარ მაგრამ ყველა მიმტკიცებდა, ამტკიცებდნენ იურისტები, რომ ასეთი რამ არ არსებობს და აღმოჩნდა, რომ რომ არსებობს, ძალიან საინტერესო პრეცენდენტია, დაველოდები შედეგებს.

დვალი აღნიშნავს, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ შევა.

“მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ არ მოხდება ისეთი, რამე, მე ცენზორად რუსთავი 2-ში არ შევალ. თუ სხვა გეგმა ან ისეთი წინადადება იქნება, რომელშიც მე არ მექნება ბერკეტები, რომ დავიცვა რუსთავი 2, მე არ მივიღებ წინადადებას”- განმარტა რუსთავი 2-ის ყოფილმმა მფლობელმა.

მისივე თქმით, ის ქიბარ ხალვაშს არ შეხვედრია.

“კომუნიკაცია გუშინ გვქონდა, შევთანხმდით შეხვედრაზე, ველოდები ქიარის გამოჩენას. ამიტომ ახალს ამ მიმართულებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენის მხრიდან არაფერი შეცვლილა. ქიბარს აქვს სათქმელი ისევ არის თუ არა იგივე აზრზე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მის რამდენიმე სატელევიზიო გამოსვლას მოვუსმინე და განსხვავებული, სხვადასხვა პოზიცია გამოხატა და ეს კითხვა მაქვს, მინდა გავიგო რა ხდება”- აღნიშნა დავით დვალმა.

banner
წინა სტატიაშივალდებული ვართ, დავიცვათ რუსთავი2 – საქართველოს მუსლიმთა კავშირის განცხადება
შემდეგი სტატია“ასეთი სამართლიანია ევროპა, დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს”- მიშველაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე