დავით დვალი : პაატა სალიასთან შეხვედრაზე ქიბარი არ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ, რაღაც ინფორმაცია გავცვალეთ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე უახლოეს დღეებში ქიბარ ხალვაშს შეხვდებიან.

ამის შესახებ დავით დვალმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდება.

„პირველი ნაბიჯი გადაიდგა. გუშინ საღამოს პაატა სალიას შევხვდით. ქიბარი არ დაგვიპატიჟებია. უბრალოდ, რაღაც ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ ალბათ უახლოეს დღეებში ქიბარ ხალვაშთან შეხვედრა შედგება“, – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ხალვაშთან შეხვედრაზე გაირკვევა, ძალაშია თუ არა 50%-იანი წილის შეთავაზება.

„პაატა სალიას ეს ინფორმაცია არ გააჩნია. შესაბამისად, იმ შეხვედრაზე გაირკვევა, რა არის ძალაში და რა არა. სალიამ გაგვაცნო ტელევიზიაში რა მდგომარეობაა, სხვა არაფერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მომავალი შეხვედრისთვის ემზადება“, – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩეს.

„შევხვდებით ხალვაშს და ჩემს მოსაზრებას მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ. მაქვს რაღაც წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩეს. თუ ამის გარანტია არ იქნება, წინადადებას ვერ მივიღებ. ამ ეტაპზე ხიფათებს ვხედავ, თუმცა საუბრის შემდეგ უფრო ზუსტად შემეძლება გითხრათ, ეს ხიფათი რა არის“, – განაცხადა დავით დვალმა.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი : შევხვდით პაატა სალიას, უახლოეს დღეებში შევხვდებით ქიბარ ხალვაშს
შემდეგი სტატიადავით დვალი : „რუსთავი 2“-ის საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ