დავით დვალი: ივანიშვილთან კომუნიკაცია 2011 წლის შემდეგ არ მქონია

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ამჟამად დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალის განცხადებით, მას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია 2011 წლის შემდეგ არ ქონია.
როგორც მან “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ივანშვილიგან “მეცხრე არხთან” დაკავშირებით შემოთავაზება სწორედ 2011 წლის ბოლოს მიიღო.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა, თუმცა საერთო წერტილები ვერ მოვნახეთ. დავემშვიდობეთ და მას მერე არც უშუალო და არც სხვა სახის კომუნიკაცია არ გვქონია” – აღნიშნა დვალმა.
მისი თქმით, ყოფილ პრემიერს ერთ-ერთ შეხვედრაზე მოუყვა “იმ უსამართლობის შესახებ, რაც “რუსთავი 2”- თან დაკავშირებით მოხდა.
“მე მას მოუყევი იმ უსამართლობის შესახებ, რაც მოხდა ჩვენ წინააღმდეგ, გავაცანი ჩემი პოზიცია და სულ ეს იყო. დაბრუნების ან სხვა რამის შესახებ არ გვისაუბრია. ამ შეხვედრის შემდეგ მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია” – აღნიშნა დვალმა.

banner
წინა სტატიაშიჯარჯი აქიმიძე: ჩვენ გვინდა, “რუსთავი 2” არ იყოს არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის და არც ერთი პარტიის
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში: ეროსი კიწმარიშვილი როდესაც რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის არ იყო სიმართლე