დავით დონდუა ავსტრიაში ელჩად ინიშნება

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას კანდიდატურაა წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

„დავით დონდუა ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი; საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი; სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი და სხვა. 2008–2014 წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მას 2001 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში წარდგენილი იქნა გიორგი ჯანჯაღავას, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკის, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძის კანდიდატურა.

აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე მთავრობის განკარგულებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ -მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 5 ოქტომბერს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს

banner
წინა სტატიაშიარ ვანსხვავებთ არც იმ ხელისუფლებას, არც ამ ხელისუფლებას, დანაშაული დანაშაულია – სარალიძე
შემდეგი სტატია“მხარდაჭერა არის როგორც პოლიტიკური, ასევე მხარდაჭერა იქნება, ვისაც შეუძლია, ფინანსური” – ბესელია ზურაბიშვილზე საუბრობს