დავით ცინცქილაძე: ზვიად კუპრავას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე

თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დღეს გამართულ აქციაზე დაკავებული გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და ბონდო თედორაძე შსს-ს ხაშურის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„ქვეყანაში სამართლებრივი კუთხით არის კატასტროფული მდგომარეობა. სამოქალაქო აქტივისტები უკანონოდ დააკავეს დილით და მას შემდეგ ჩვენ ვერ ვადგენდით, სად ჰყავდათ გადაყვანილი. მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზვიად კუპრავა და გიორგი ონიანი იმყოფებიან ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ვცდილობთ, შევხვდეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს, მაგრამ გვეუბნებიან, ჯერ საბუთები არ გვაქვს გაფორმებულიო. აქ არის სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ჩვენი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ამიტომაა გამოძახებული სასწრაფო დახმარება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მოხდა ფიზიკური ძალადობა. ჩემი ინტერესია, რომ დროულად შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. დაკავებულების კონსტიტუციური უფლება, დაცვის უფლება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: პატიმარს სააკაშვილს მოუწევს მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა