დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ ჭიჭინაძემ განაცხადა

მისი ინფორმაციით, ფრაქციის დატოვების მიზნით პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს განცხადებით უკვე მიმართა.

დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდს კი ხუთი დეპუტატი ჰყავს.

„საქართველოს პატრიოტები“ საშემოდგომო სესიაზე პროტესტის ნიშნად ნატო ჩხეიძემ დატოვა, რომელიც ფრაქციაში დავით ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – რაც ნაკლებად შევეხებით „თიბისი ბანკს“ სპეკულაციებით, მით უკეთესი იქნება ბანკისა და ჩვენი ეკონომიკისთვის
შემდეგი სტატიაივანიშვილთან გოგა ხაინდრავა მივიდა – კონსულტაციები შუშის სასახლეში