დავით ჭიჭინაძე – ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში

ელისაშვილს ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა, როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპათიას, ხალხოსნობას კი „ლელოსთან“ რა კავშირი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, როდესაც ამბობს, რომ „გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში“, ბოკერიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან.

პირადად ელისაშვილს კი ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა, როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპათიას. ხალხოსნობას კი „ლელოსთან“ რა კავშირი აქვს?

„ლელოსა“ და მის ლიდერებს ხალხთან და მათ ინტერესებთან საერთო რომ არაფერი აქვთ, ეს პრაქტიკულად ყველა ოჯახს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის განცხადებას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე-“არავის შერჩება, რომ ელჩების წინააღმდეგ მიდიან”