დავით ჭიჭინაძე – თუ ვინმე პარლამენტში შევა, ის ხალხის მხრიდანაც დასაცინი იქნება

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ “ოცნება” თავის ამომრჩეველსაც ატყუებს, რომ პარლამენტში მარტო არ იქნებიან. ჭიჭნაძის თქმით, მმართველ პარტია საბჭოთა პარლამენტს გააფორმებს. ამის შესახებ მან გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.

“ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი და ეს არის ყველაზე დიდი ზემოქმედება ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ როგორც კი, ხელისუფლება იმ X საათს, რომ შევა იქ (პარლამენტში) დააფიქსირებს და გააფორმებს საბჭოთა პარლამენტს მისი უკუსვლა დაიწყება, მისი საათი ჩაირთვება უკან. დღეს ის კიდევ თავის ამომრჩეველსაც ატყუებს, რომ ის მარტო არ არის, და როდესაც ეს მარტო მოხდება და შევა, იქ ძალიან ცოტა ტვინის ადამიანს თუ ექნება ილუზია, რომ ისინი ამ ქვეყანას მერე რაღაც სიკეთეს გაუკეთებენ, ” – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

გადაცემაშივე დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ “ოცნებას” თუ რომელიმე ოპოზიციის წევრი შეუერთდება და მეათე მოწვევის პარლამენტში შევა, “დაუნდობელ ბრძოლას” გამოუცხადებენ, რადგან დღეს ბრძოლა არის ქვეყნის დაბრუნებისთვის.

“მე ვფიქრობ ხალხის მხრიდანაც დასაცინი იქნება, ოპოზიციის მხრიდანაც და თვითონ ხელისუფლების მხრიდანაც, იმიტომ, რომ გამოყენებული აგენტი, თუ ვინმე ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მას ესეთი იარლიყი ექნება მიწებებული, მე არამგონია ეს ოდესმე ჩამოირეცხოს და პრაქტიკულად, მე ყველაფერს გავაკეთებ ის ადამიანი, ვინც დღეს ამას დაანგრევს საკადრისი პასუხი მიიღოს და დაუნდობელი ბრძოლა ექნება იმ ადამიანს. პირადად ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ინტერესებზე ცვლიან სახელმწიფოს ინტერესებს, მათი ადგილი არა თუ პოლიტიკაში, საერთოდ საზოგადოებაში არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნის დაბრუნებისთვის. აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ჩრდილოეთის მოდელი გვექნება თუ სამხრეთის. ჩვენ აღარაფერი მოდელი აღარ გვექნება, ჩვენ ვიქნებით ერთი დიდი ჭორვილა,” – თქვა დავით ჭიჭინაძემ

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე გადის წითელი ხაზი
შემდეგი სტატიაცერცვაძე: საქართველოში დღემდე არავინ დაზარალებულა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, მედიკამენტების ნაკლებობის გამო