დავით ჭიჭინაძე – „თიბისის“ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია არაფრის მომტანი არ იქნება

მე ვთვლი, რომ არაფრის მომტანი არ იქნება საგამოძიებო კომისია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციის მოთხოვნას.

დავით ჭიჭინაძემ მაგალითად სარალიძის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისია მოიყვანა და თქვა, რომ მაშინ შედეგს ვერ მიაღწიეს.

„საგამოძიებო კომისიას მაშინ აქვს აზრი, როდესაც არ არიან მხარეები და არიან ობიექტურად მოწადინებული ადამიანები, რომ რაღაც გამოიძიონ. ჩვენ ვნახეთ სარალიძის საქმესთან მიმართებაში, რომ საგამოძიებო კომისიამ არანაირი შედეგი არ დადო, ყველა დარჩა თავის აზრზე და ბოლოს მაინც ის დასკვნა დაამტკიცეს, რაც უმრავლესობას სჭირდება.

ამიტომ, მე ვთვლი, რომ არაფრის მომტანი არ იქნება საგამოძიებო კომისია.

ზოგადად, ამ ქვეყანაში საბანკო სექტორი თავის ეროვნული ბანკით გამოსაძიებელია. საერთოდ რა ხდება ამ სექტორში, მე ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იქნება, პირველ რიგში საზოგადოებისთვის, რადგან მოსახლეობის გაღარიბებას ბანკების უეცარი გამდიდრება იწვევს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიია კერზაიას საქმე – საია ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიამომავალ კვირაში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ