დავით ჭიჭინაძე: შოუ კიდევ 4 წელი უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება, ხალხი აღარ მოითმენს და იმიტომ

„ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე, რადგან თუ ორ-სამ თვეში სიტუაციის გამოსწორებას არ დაიწყებს, ხალხი აღარ მოითმენს და მათი მანქანებიდან გადმოყრა, სახლებიდან გამოყრა დაიწყება.
ამის მოთავე იქნება ნებისმიერი ის ძალა, რომელიც შეხედავს, რომ ადამიანებმა მიიტაცეს ხელისუფლება და სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე ისევ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოიწყობას ცდილობენ“-აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და მიიჩნევს, რომ ვეღარც ივანიშვილის ფაქტორი იარსებებს დიდხანს და ვერც სააკაშვილის. მათ მიერ შექმნილ ორ პოლუსთან მიკარება კი, ზოგადად სახიფათო გახდა, ისევე როგორც კეთროვანთან.
„ ამ ორი ძალის დაპირისპირება იმდენად ვიწროა უკვე და იმდენად უინტერესო, მათ ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი არ ექნებათ უპირატესობა.
არჩევნების შემდეგ კი, საზოგადოებაში დაძაბულობა არ განიმუხტება, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი არც „ნაცების“ გამარჯვებას აღიარებს, არც „ოცნების“.
ისევე როგორც თავად არ აღიარებენ ერთმანეთის გამარჯვებას.
მოკლედ, რეალურად არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური სიდუხჭირის, შიმშილის უმძიმეს პროცესებში შევდივართ, მთავრობას კი, ქვეყნის გამოყვანის ეკონომიკური პროგრამაც კი არ გააჩნია.
შოუ, 9 წელი, 8 წელი კი, კიდევ 4 წელი უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება, ხალხი აღარ მოითმენს და იმიტომ“,-აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაში“პუტინი, კადიროვი, ჩეჩენი ბუა და ბაბაიაგა – ზღაპრებში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობა და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ქვეყნებისთვის გარდამავალ ეტაპზე