დავით ჭიჭინაძე: სანამ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2020 10:08

დავით ჭიჭინაძე: სანამ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება

” აბსოლუტურად მიუღებელია და ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებს.
და მითუმეტეს მედიაზე თავდასხმა არასოდეს დასრულებულა არც ერთი ხელისუფლებისთვის სასიკეთოდ!
მაგრამ!
სანამ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება.
რადგან „ოცნება“ დღეს იმ ხალხითაა გავსებული, ვისაც ქვის და ჯოხების მეტი არაფერი უნახავს.
მოკლედ, სტილი დაცულია, არაფერი შეცვლილა:
ხალხი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა 2012 წელს, იგივე ხალხი იბრძვის 2012 წლის ღირებულებების დასაცავად.
ამიტომ, მესამე და მეოთხე ძალა კი არა ხალხის ძალა უნდა გამოჩნდეს.
მაშინ, როდესაც ხელისუფლება შიმშილს და საჩხერის მოდელს სთავაზობს ხალხს, არამგონია უფუნქციოდ დატოვებული, უმუშევარი ადამიანები დასხდნენ და ასე მშვიდად უყურონ როგორ ახრამუნებენ ვიღაცეები უცხოეთიდან შემოსულ დახმარებას!
აი ამიტომ უნდა დასრულდეს 2020 წლის 31 ოქტომბერს „ოცნების“ ხელისუფლება!”,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2020 10:08