დავით ჭიჭინაძე – სახელმწიფო მხოლოდ საკუთარ მონოპოლიებზე ფიქრობს

სახელმწიფო მხოლოდ საკუთარ მონოპოლიებზე ფიქრობს. წელსაც, წინასაარჩევნოდ, ფულის დარიგების მაშტაბური ოპერაცია იგეგმება, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ქვეყანა პარალიზებულია, სამსახური 170 ათასმა ადამიანმა დაკარგა.

„თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი! – აი, ეს თანხა გადაუხადეს ბანკებს ადამიანებმა მარტო მაისში! პროცენტებით, ჯარიმებში, ვალუტით ვაჭრობაში და მომსახურებაში! ანუ, მაშინ როდესაც, 1 200 ათასი ადამიანი სოციალურ დახმარებაზეა დარეგისტრირებული; 170 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და დაკარგა სამშობლო; ქვეყანა პარალიზებულია და ხალხი ისე გაღატაკდა, რომ ძირითადი საკვები მხოლოდ პური გახდა, ადამიანების გაკოტრების ხარჯზე მხოლოდ ბანკები მდიდრდებიან.

რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მხოლოდ საკუთარ მონოპოლიებზე ფიქრობს. ხოლო მათი მადები რომ არასოდეს კმაყოფილდება, ეს ბოლო ციფრებიც სწორედ ამის დასტურია. 760 მილიონი ლარი – ბანკების წმინდა მოგება წლის დასაწყიდსიდან, 180 მილიონი ლარი – მაისში, შემოსავალი, მარტო მაისში – 500 მილიონი ლარი! ამ ყველაფრის პარალელურად კი, პრემიერი ღარიბაშვილმა ათწლიანი ეკონომიკური პროგრამა დააანონსა და მის განსახორციელებლად 100 მილიონი ლარიც გამოიყო, რეგიონებში წასახალისებლადო…

რეალურად კი, ეს ნიშნავს იმას, რომ წელსაც, წინასაარჩევნოდ, ფულის დარიგების მასშტაბური ოპერაცია იგეგმება. რადგან არავინ იცის ეს ფული სად და როგორ დაიხარჯება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მთლიანად შესყიდვა და ხალხის გაკოტრება ხდება…

და კიდევ, ათწლიან გეგმას რომ წერ და ამას ისევ ნათია თურნავას აჟღერებინებ, ადამიანს, ვინც გაძარცვის, გაყიდვის და კლანებზე მსახურების მეტი არაფერი იცის, ე.ი. ცვლილების რესურსი არ გაქვს და არც გეგმავ”, – აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშივაშაძე „ქართულ ოცნებას“ – თქვენ გახდით ჩვეულებრივი მჩაგვრელები
შემდეგი სტატიაალუდა ღუდუშაური – გახარიას მიზანია როგორმე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 43% -ს დაახლოვოს, რაც კრახით