დავით ჭიჭინაძე : პოლიტიკური ძალები ყველა არჩევნების წინ ატყუებენ ამომრჩეველს

გამოვიდეს ხალხის წინაშე ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და დაუმტკიცებს, რომ ხალხი ღირსი იყო როდესაც მათ ანაბრებს იპარავდა.
ან თუნდაც ქალბატონი თურნავა თუ დაამტკიცებს, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, მაშინ არც მათ დასჯას მოვითხოვთ და არც დაპატიმრებას!
აი ამიტომ ვამბობთ სახალხო ტრიბუნიდან – სახალხო ტრიბუნალამდე!
30 წელია ამ ქვეყანაში ძარცვის მეტი არაფერი ხდება.
თუ რამის პრივატიზება მოხდა, ეს მხოლოდ ძარცვის პრივატიზაცია იყო, რადგან ნებისმიერ სფეროს, სადაც არ უნდა გავიხედოთ, სასარგებლო შედეგი არც ხალხისთვის და არც სახელმწიოსთვის არ დამდგარა.
პოლიტიკური ძალები ყველა არჩევნების წინ ატყუებენ ამომრჩეველს და მერე ბიუჯეტის მოპარვის და საკუთარი გამდიდრების გარდა არაფერს აკეთებენ.
შედეგი კი არის ის რომ:
მარტო ჩვენი ვალი 19 მილიარდია.
ათიათასობით გაღარიბებული და ასიათასობით უმუშევარად, უსახსროდ დარჩენილი ადამიანი.
გამდიდრებული ჩინოვნიკების მცირე ჯგუფი, რომელიც პერიოდულათ, როდის როგორ აწყობთ, ხან ერთ სახელისუფლო გუნდში არიან წინა რიგებში, ხანაც მეორე.
და მათი პირადი ინტერესი თუ არ იკვეთება, იქ სახელმწიფოებრივი საერთოდ არ აინტერესებთ;
აი სწორედ მათთან მიმართებაშია სახალხო ტრიბუნალი ჩასატარებელი!
სწორედ რიგითმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გაძარცვა და ვინ არის დასასჯელი.
მითუმეტეს მაშინ, როდესაც არცერთი მოსამართლე და პროკურორი გამოძიებას არ ატარებს.
ოღონდ ისე არა, სახალხო მილიონებს რომ მოიპარავენ, ერთი წელი ჩაჯდებიან ციხეში, მერე გამოვლენ და პოლიტპატიმრებად გვამადლიან თავებს!
და არც არანაირი ე.წ. საქმის ხანდაზმულობა!
იმიტომ, რომ ყველა ამ ფაქტს ადამიანების სიცოცხლეები შეეწირა…
აი ამიტომ, სახალხო ტრიბუნიდან – სახალხო ტრიბუნალამდე! – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია : მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს, რომ ახლა მიღებული სწორი გადაწყვეტილება სამომავლოდ ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა