დავით ჭიჭინაძე – პოლიტიკოსების შერიგებას კი არ აქვს მნიშვნელობა, ხალხმა უნდა აპატიოს მათ

შერიგება არა და ვაჭრობა – გარიგება ნამდვილად და თან „გადამგდებლებთან”! მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილს ამის არც მანდატი აქვს და არც ბერკეტი. ირაკლი კობახიძეს კი ვინ მისცა იმის უფლება, რომ ვინმეს რამე აპატიოს?! აღსარებებიც ჩაიბაროს ბარემ, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის რეზიდენციაში პოლიტიკურ პარტიებთან საახალწლო მიღების გამართვის ფაქტს გამოეხმაურა.

ამასთან, ჭიჭინაძის განცხადებით, შერიგებას და შუამავლობის საკითხი პოლიტიკოსებმა კი არა, ეკლესიამ უნდა ითავოს.

„შერიგება არა და ვაჭრობა – გარიგება ნამდვილად და თან „გადამგდებლებთან”! მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილს ამის არც მანდატი აქვს და არც ბერკეტი, კობახიძეს კი ვინ მისცა იმის უფლება, რომ ვინმეს რამე აპატიოს?! აღსარებებიც ჩაიბაროს ბარემ.

ისე, ამ 18 წლის მანძილზე ამდენი ვალი რომ დაგროვდა ქვეყანაში, ხალხი ასე გაღატაკდა და დაბეჩავდა, ამის ჩამდენების „პატიებასაც“ გულისხმობენ მავანნი?! – ეს აინტერესებთ ადამიანებს და კიდევ ის, ხვალ პოლიტიკური ძალებმა რომ გამოგვიცხადონ, შევრიგდითო, (უფრო სწორედ გავრიგდითო) და შემდეგ არჩევნები რომ ჩატარდება, წაგებული მხარე აღიარებს შედეგებს, თუ ისევ კრიზისში შევალთ?

მოკლედ, პოლიტიკოსების შერიგებას კი არ აქვს მნიშვნელობა, ხალხმა უნდა აპატიოს მათ და მათი ნდობა აღდგეს.

ამისთვის კი, მორალი ყველა უმსგავსობის უშუალო მონაწილემ და “გამპრავებელმა” არ უნდა გვიკითხოს. პირიქით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და შეფასება უნდა მიეცეს ყველა მოვლენას, 1991 წლიდან მოყოლებული – აი, მაშინ შეიძლება ხალხთან საუბარი.

რეალურ შერიგებას და შუამავლობას რაც ეხება, ეს პოლიტიკოსებმა კი არა, ეკლესიამ უნდა ითავოს, ყველაზე დიდი ნდობა დღეს მათ აქვთ და იმიტომ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – გავითვალისწინეთ ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიაზარქუა – თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია