დავით ჭიჭინაძე: ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს

ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის “ოცნებასთან” საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს – არჩეულია გზა, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს და საიდანაც შემოტრიალება ურთულესი იქნება.

„ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის “ოცნებასთან” საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია! რადგან მოლაპარაკების შირმას ამოფარებული „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავისი ბნელი საქმეების კეთებას განაგრძობს. და თუ ეს ყველაფერი ისევ გაუვათ, თუ ჩვენ ამაზეც დავხუჭავთ თვალს, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ „ოცნება“ კაპიტულანტურად ჩააბარებს ქვეყანას ნებისმიერს, ვინც მათ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიას მისცემს.

სფერო არ დარჩენილა ქვეყანაში, ეკონომიკა, პანდემია, ნამახვანი, სადაც იგივე მეთოდებით არ მოქმედებდეს „ოცნების“ ხელისუფლება, როგორც დღევანდელ სასამართლოზე; ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს; არჩეულია გზა, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს და საიდანაც შემოტრიალება ურთულესი იქნება. ამ უმსგავსობების პატიება კი, უბრალოდ არ შეიძლება. ეს უკვე საყოველთაო სახალხო საქმე უნდა გახდეს, ამ გადაწყვეტილებების მთავარი მსაჯული კი, ქართველი ხალხი!“, – წერს ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინაში “რუსულენოვან მოსახლეობას” დაიცავს
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეები მოსახლეობის ავტომობილებს გადაადგილებაზე პრობლემას არ შეუქმნიან, თუმცა „ენკას“ მანქანებს არ გაატარებენ