დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს. დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიაში მისი დარჩენის ან წასვლის საკითხზე არც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და არც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს. გარიცხვის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმა მოაწერა ხელი. კახა კალაძემ- გენერალურმა მდივანმა; ირაკლი კობახიძემ- აღმასრულებელმა მდივანმა; გიორგი ვოლსკიმ- პოლიტიკურმა მდივანმა; თამარ ჩუგოშვილმა- საერთაშორისო მდივანმა და დიმიტრი სამხარაძემ- რეგიონულმა მდივანმა

banner
წინა სტატიაშიძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა
შემდეგი სტატიადღეს სმიტების ოჯახი დაკრძალეს