დავით ჭიჭინაძე : “ოცნების” განცხადებები მასკარადია, არამარტო ვალდებულება არ გააჩნიათ ამორჩევლის წინაშე, მათ თავისი არ გააჩნიათ არაფერი

„ რომ გამოლაგდა ლამის მთელი „ოცნება“ და დემოკრატიის გამარჯვებას ზეიმობენ, რამდენიმე თვის წინ, ამხელა პარტიის გენერალური მდივანი, კალაძე, რომ ამბობდა არაფერი შეიცვლებაო, ანუ მაშინ დემოკრატიას მარხავდნენ?!

მაშინ არ უნდოდათ დემოკრატია ამ ქვეყანაში და ახლა უნდათ?!

ან სად გაქრა კალაძის პრინციპულობა?“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს მასკარადს უწოდებს.

„ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო საყურებელი და მასკარადია.

არც არჩევნებთან აქვს არაფერი საერთო.

ერთადერთი, რასთანაც ამ ყველაფერს აქვს კავშირი – ივანიშვილის კარზე როგორ დაბინავდნენ – აი ეს არის დღეს მათი მთავარი მოთხოვნაც და მოცემულობაც.

დღესაც ჩვეულებრივი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული, რის შემდეგაც ზოგს ალბათ თანამდებობას მისცეენ, ზოგს სიაშ ჩასვამენ, ზოგს დააბინავებენ, ზოგსაც გადააგდებენ…

და ამიტომაც ვიღებთ რეალობას, რომ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან ვინ დგას და ვის ირჩევენ, ხალხმა არ იცის.

ისეთი ადამიანებიც კი ხვდებიან სიებში, ვისაც მეამბოხეობაც კი შეუძლიათ დააბრალონ.

ანუ, ისეთი მანიპულირება ხდება ადამიანებით, ვისაც არა მარტო ვალდებულება არ გააჩნიათ ამორჩევლის წინაშე, მათ თავისი არ გააჩნიათ არაფერი.

ამიტომ ვთვლი, რომ ადამიანი პესონალურად უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე და არა ვიღაცის ზურგს უკან“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაჯანმო-ს ხელმძღვანელი : უარესი ჯერ კიდევ წინ არის – ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეპიდემიის დასრულებასთან ახლოსაც კი არ ვართ