დავით ჭიჭინაძე – ნათია მეზვრიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ თავად გახარია აღარ იქნება მალე პრემიერი, მან კი, თავის ადგილი ვეღარ დაინახა და გაასწრო

რას გვიყვება ნათია მეზვრიშვილი, რომ “ოცნების ხელისუფლება“ თავის ჩინოვნიკებს და მინისტრებს შიგნიდან არ უსმენს და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა და დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულებაზე გარედან ზრუნვა? – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ნათია მეზვრიშვილის განმარტებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომლის მიხედვით, მეზვრიშვილმა “რეფორმებზე მუშაობა გარედან გადაწყვიტა“.

ჭიჭინაძის შეფასებით, ეს არის სიმართლის დამალვის მორიგი წარუმატებელი მცდელობა.

“შს მინისტრის მოადგილე იყო ქალბატონი მეზვრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და თქვას მაშინ, ვინ შეუშალა ან რეფორმების გატარება, ან კანონის უზენაესობაზე ზრუნვა?! ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონმა მეზვრიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ თავად გახარია აღარ იქნება მალე პრემიერი, მან კი, თავის ადგილი ვეღარ დაინახა და გაასწრო“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ
შემდეგი სტატიაბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა