დავით ჭიჭინაძე: მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით ჟურნალისტებს „ეტიპება“

„მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით სხვის გამბედაობაზე საუბრობს, ჟურნალისტებს „ეტიპება“, თავად კი პარლამენტში მისვლის და დეპუტატებთან შეხვედრის ერთი ადგილი არ აღმოაჩნდა“,, – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი , დავით ჭიჭინაძე, ივანე მაჭავარიანის ქმედებებს.
„ზოგადად კი, პასუხები არც მაჭავარიანს აქვს და არც ხელისუფლებას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ჩინოვნიკების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები სახელმწიფოსთან მიმართებაში, მინისტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციები კი, საკმაოდ მწირია და ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა.
მინისტრების იმპიჩმენტს რაც შეეხება, არასწორი მგონია აქცია მხოლოდ აქციისთვის, რადგან არა მგონია 76 ხმა მოგროვდეს მათ წინააღმდეგ, მითუმეტეს ასეთი „მეამბოხე“ დეპუტატების ხელში.
თუმცა, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მაჭავარიანმა საკუთარი საქციელით უკვე მოუწყო თავის თავს იმპიჩმენტი და მოსახლეობა მას იმ უსახური მინისტრების რიგში გადაიყვანს, რომელიც ამ ქვეყანაში მრავლად დაგვიგროვდა. ოღონდ ამის განმასხვავებელი ის იქნება, რომ არც „ერთი ადგილი“ ქონდა და ჭრელი პერანგიც ეცვა“, აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილს მინისტრობიდან ხსნიან და ავსტრიაში ელჩად უშვებენ
შემდეგი სტატია2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარების შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზივიის გეგმა B ცნობილია