დავით ჭიჭინაძე-“მე ვარ მაჟორიტარობის ეტალონი”

region
ავტ.: region ივლისი 27, 2020 16:21

დავით ჭიჭინაძე-“მე ვარ მაჟორიტარობის ეტალონი”

„ქართულ ოცნებას“ ცოტა ხანში მოუწევს მესამე კანდიდატის დაყენება, რადგან ეს ორი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გამიწევს“, – ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კითხვას იმის შესახებ, თუ რა შანსები აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხრიდან კახა კახიშვილს და ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძეს.

ჭიჭინაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე კანდიდატი იურისტია, მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ჭიჭინაძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეზე საერთოდ არ სურს საუბარი.

„არჩევნები იმიტომ ჰქვია, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. მაჟორიტარების სიკეთესა და ეტალონზე როცა ლაპარაკობდნენ, მე მასახელებდნენ. ცოტა გასაკვირია, როდესაც ვიღაცები საერთოდ არ განიხილავენ და ჩემზე რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ თითქოს უშანსო ვარ. სასაცილოა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, მე არ ვიყავი მუნჯი დეპუტატი, ყოველთვის ხალხის სატკივარს ვახსენებდი, ხალხის ინტერესებისთვის ვიბრძოდი“, – აღნიშნა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ისნის რაიონში მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავს და ეს სახელისუფლებლო კანდიდატი კახა კახიშვილია. ვაშაძე დავით ჭიჭინაძის კანდიდატურას, როგორც კონკურენტს, არასერიოზულად მიიჩნევს.

„არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. ყველას ვურჩევ, თუ ოპოზიციაში გინდათ ყოფნა, ოპოზიციის ოპოზიციონერობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ივანიშვილის საქმე. იყოს კანდიდატი. ვინ უშლის? წავიდეს, იბრძოლოს და მოიპოვოს მხარდაჭერა. ვინ უშლის გამაგებინეთ“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ვაშაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 27, 2020 16:21

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics