დავით ჭიჭინაძე – მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა უნდა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„მამუკა მდინარაძეს უთქვამს, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულიაო. მამუკა მდინარაძე რომ ფრაქციის თავმჯდომარეა, არასერიოზული გადაწყვეტილება ესაა. რას ჰქვია, რას ვუწუნებ? თუ ამ ადამიანმა ვერ გაითავისა, ფრაქციის თავმჯდომარედ ვინ დანიშნა და პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება არ უნდა აკეთოს, რაზე უნდა ველაპარაკო? ფრაქცია შექმნილია პრემიერისა და სამთავრობო გუნდის მხარდასაჭერად. როცა პრემიერი გუნდის წევრზე იძახის, რომ ის მის გუნდს სჭირდება და ამ ადამიანის გუნდში დატოვებას ცდილობს, ამ ფონზე ფრაქციის თავმჯდომარე უნდა გამოვიდეს და საპირისპირო განცხადებას უნდა აკეთებდეს? მას მორალური უფლება აღარ აქვს, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე იყოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეკითხვაზე, დააყენებს თუ არა დღის წესრიგში მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ მამუკა მდინარაძემ თავისი განცხადებით ეს მოცემულობა თავად დააყენა.

„თუ შენ ხარ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და პრემიერის საპირისპირო განცხადებას აკეთებ, მაშინ მორალური უფლება აღარ გაქვს, იმ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. „ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ, 2020 წელს დამოუკიდებლად კენჭი იყარონ და თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, ეს თანამდებობები მერე გადაინაწილონ“, – დასძინა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭნაძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს. მის ამ განცხადებას გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე და აღნიშნა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულია.

banner
წინა სტატიაშიგოგაშვილის კადრი ხულიგნობისთვის იყო დაკავებული
შემდეგი სტატია“კანონიერი ქურდი” გია ქუთაისელი ჩაცხრილეს