დავით ჭიჭინაძე – ხალხი ბრძოლას გააგრძელებს მერაბის და ზვიადის ნანატრ თავისუფლებამდე

„ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხალხი ბრძოლას გააგრძელებს, სრულ დამოუკიდებლობამდე, მერაბის და ზვიადის ნანატრ თავისუფლებამდე.

„დღეს, 9 აპრილს, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ,

როგორც ხელისუფლებაში, ასევე იმ მომიტინგეებში, ვინც დღეს იკრიბება, სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეურ მტრებს ვუყურებთ,

ვუყურებთ ხალხს, ვინც მათ ესროდა და ამხობდა. მაგრამ მთავარია, რომ ზვიადის და მერაბის იდეა არ დაკარგულა და მისი გამტარებლები ხალხშია.

სწორედ ამიტომ, ბრძოლა გრძელდება!

ბრძოლას ხალხი გააგრძელებს, სრულ დამოუკიდებლობამდე,

მერაბის და ზვიადის ნანატრ თავისუფლებამდე, რადგან ჩვენი ერთობის სწორედაც რომ მტერს ეშინია.

რადგან, როგორც ზვიადი იტყოდა, „ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“, – წერს დავით ჭიჭინაძე ფეისბუქში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია
შემდეგი სტატიადიეგო კოლასი – საქართველოს წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევაა