დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას ფრაქციაში არ შევა

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას ფრაქციაში არ გაწევრიანდება. ამის შესახებ კანონმდებელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ის არავის ფრაქციაში ყოფნას არ აპირებს, რადგან არ უნდა, რომ ტექნიკური მხარდამჭერი იყოს.

მისი განმარტებით, ის ცალკე პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას აპირებს.

„არავის ფრაქციაში არ ვაპირებ ყოფნას. არ ვაპირებ ტექნიკური მხარდამჭერი დეპუტატი ვიყო. ცალკე ვაპირებ პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, მარტში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს
შემდეგი სტატიაშეტევა “თიბისი ბანკზე” – ოპოზიცია ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს