დავით ჭიჭინაძე: ე.წ ცნობილმა ექიმებმა, ხელისუფლების ნიღბები მოირგეს

” ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ! მათ ხელისუფლების ნიღბები მოირგეს და იმიტომ! ხელისუფლების გასახმოვანებელი გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ, „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან.

ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და კი ვნახეთ როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამოჭიმული.

ანუ, დღეს აღარ არის საშიში ეკლესიაში სიარული, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?! ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან! ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ. თუმცა სათავისოდ ყველამ გადასარევი შედეგი დაიდო.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რისი ყიდვაც უნდოდათ კანონებით გადაიფორმეს, რაც არა, მიიტაცეს. პოლიკლინიკებს ვგულისხმობ თუნდაც… 10 მილიარდი, რაც დახმარების სახით მივიღეთ, ისე გაქრა და აორთქლდა, ჯანდაცვის სისტემას არაფერი შემატებია. ჯანდაცვის მინისტრი კი, საერთოდ ქვეყნის სირცხვილია! საწოლები გვაქვს მობილიზებული, მაგრამ ექიმები არ გვყოფნისო, აცხადებენ, დაანებონ ტელევიზიებში დგომას თავი და მიხედონ ავადმყოფებს მაშინ! მაგრამ ეს ადამიანები პოლიტიკით არიან დაკავებული და არა ვირუსის მკურნალობით. შედეგი კი არის ის, რომ დღეს აღარც ხელისუფლების სჯერა არავის და აღარც ამ გამოჩენილი ექიმების. ეკონომიკა რომ არ დაენგრიათ, უარესი შედეგი გვექნებოდა?! და ახლა, როდესაც ისევ ადამიანებს ზღუდავენ, პასუხი ვინ უნდა აგოს, ისევ ადამიანებმა? ისევ მათ, ვისაც არაფერი დაუშავებია და მთელი მათი დანაშაული ის არის, რომ მათავრობას დაუჯერეს? რადგან ზუსტად მათ დაკარგეს ყველაფერი, ვინც მთავრობას ენდო და დაუჯერა…

მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა გარდაიცვალა, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც. კომერციული ბანკები მთავრობის დადგენილებას არ ასრულებენ, კანონს არღვევენ, ხალხს სულს ხდიან და მთავრობას ეს არათუ აღელვებს, ისევ ეკონომიკას ზღუდავს. სამაგიეროდ გვყავს პრივილეგირებული ადამიანების კლასტერი, ვინც მოიპარა ყველაფერი რაც მოსაპარი იყო, მათ შორის შემოსული დახმარებაც, ადამიანები კი შიმშილისთვის გაწირეს. აი ეს უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს და ყველამ პასუხი უნდა აგოს ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის! არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და არცერთი დამნაშავე დაუსჯელი! “- აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ჩაკეტვის თვეები “ოცნებამ” თვითტკბობისთვის გამოიყენა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე – ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება