დავით ჭიჭინაძე: დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი

“დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი. პრინციპში, პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ, მათ შორის ისინი, ვინც „ოცნების“ ყრილობას არ დასწრებია. მოკლედ, დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლიუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას გავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს. თუ აქამდე ეს პარლამენტი უკანონო იყო არჩევნების გამო, ახლა ამ გადაწყვეტილების გამო
ყველა დამნაშავე გახდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა კონსტიტუცია დაარღვიეს”-წერს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი წულუკიანს: კარგი იქნებოდა, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და ამით მოისმენთ იმ ადამიანების სატკივარს და იმ ადამიანების წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა