დავით ჭიჭინაძე – ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“

ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

„ამათ მგონი მართლა დაიჯერეს, თვითონ რომ დადიოდნენ მოლაპარაკებებზე, მათი დამსახურებაა ის რეალობა რაც ახლა გვაქვს. ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება და ხელმომწერი ოპოზიცია ჩვენ გვამუნათებს გავიმარჯვეთო. ერთი ადამიანის ხუშტურს გადააყოლა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია და რომ არა ჯერ ნიკა მელია და მერე ოპოზიციის ბოიკოტი, მოსალაპარაკებლადაც არავინ ჩამოვიოდა. ახლა კი, როდესაც ახალი ტიპის ლიდერი ყალიბდება, რეალურად დგება ცვლილებების შანსი, თავისი ძლივსმოპოვებული ტორტის ნაჭრის დაკარგვის ისე შეეშინდათ ზოგიერთება, პირდაპირ ჩაერთვნენ „ქართული ოცნების“ თამაშში. მოკლედ, უღირსი ადამიანი, ღირსებისთვის ბრძოლას ვერასოდეს გაიგებს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაში„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატიანიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება