დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

admin
ავტ.: admin მაისი 15, 2020 17:16

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ან შემცირებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ ამ საკითხის განხილვის აზრს ვეღარ ხედავს

„მე არც განხილვებში მიმიღია მონაწილეობა. ჩემთვის ეს საკითხი ფაქტობრივად, 14 ნოემბერს დამთავრდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო ხალხის მოთხოვნა. ის ცვლილებები, რაც დღეს მზადდება პრაქტიკულად არავითარ კავშირში არ არის არც „ქართული ოცნების​“ დაპირებასთან და არც ხალხის მიერ მიღწეულ წარმატებასთან. აქედან გამომდინარე, არ მივიღე მონაწილეობა არც განხილვებში და არც მხარდაჭერა ექნება ჩემი მხრიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

admin
ავტ.: admin მაისი 15, 2020 17:16

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics