დავით ჭიჭინაძე: 20-დან 21 ივნისის ღამეს ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს

„ 20-დან 21 ივნისის ღამეს ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს.
თუ ეს იყო ძალოვანი უწყებების ბრალი, პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა.
თუ, როგორც მთავრობა გვეუბნება, ეს იყო გარკვეული ექსტრემისტურ- პოლიტიკური ძალების ბრალი, მაშინ ისინი უნდა დაისაჯონ.
ისე, გახარია ვერც პოლიტიკოსად შედგა, იმიტომ რომ მან არც ადამიანებთან იცის საუბარი, არც ჟურნალისტებთან და მხოლოდ ბოდიშით იფარგლება და როგორც მინისტრიც უიღბლო აღმოჩნდა: 20 ივნისის ღამე, პანკისის მოვლენები, ლგბტ გარშემო მიმდინარე მოვლენები, გაზრდილი კრიმინალი…

რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებას ნულოვანი ბარიერის შესახებ, ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიკედლებული იყვნენ სააკაშვილთან იმისათვის, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, ეს ადამიანები ვფიქრობ დატოვებენ ამ გაერთიანებას და დამოუკიდებლად შეეცდებიან პარლამენტში შესვლას. და სწორედ ამას განიცდის დღეს სააკაშვილი.
თორემ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს ნამდვილად კარგია – ხალხს მეტ არჩევანს სთავაზობ. ანუ, მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცების“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება.
მეტი არჩევანი კი, სხვა არაფერია, თუ არა მეტი სამართლიანობა ქვეყანაში.“-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილმა კვლავ გათვალა ძალაუფლებაში დარჩენის და საკონტროლო პაკეტის პერსპექტივაზე და ნულპროცენტიანი ბარიერი გამოგვიცხადა”
შემდეგი სტატია“რუსეთი მკვლელია” “პუტინი კლავს”-ზუგდიდში და მარტვილში ოკუპაცია გააპროტესტეს