დავით ბორჩაშვილის ადვოკატები სუს-ში იმყოფებიან – დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. მას ბრალი დღეს უნდა წაუყენონ. დაკავებულის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ცოტა ხნის წინ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მივიდა. მისი ინფორმაციით, საქმე გრიფირებულია და ამის გამო ადვოკატებს საქმის მასალები არ გადაეცემათ.

როგორც გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, მისთვის უცნობია რა მუხლით მოხდება ბრალის წარდგენა. ადვოკატის ინფორმაციით, სირიაში ყოფნის დროს ბორჩაშვილი სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობდა, თუმცა იგი არ ურთიერთობდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით წინ “იუთუბში” გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული, პანკისელი დავით ბორჩაშვილი ჩანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაში100 დაღუპული და 100-მდე დაკარგული – მიანმარში მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატია,,ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”-სააკაშვილი ,,ვარდების რევოლუციის” 12–ე წელზე