დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ირაკლი ხომასურიძე თავდებობით გაათავისუფლეს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძე თავისუფალია, – ინფორმაციას ალექსანდრე კობაიძის საადვოკატო ბიურო, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, 6 ივნისს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი სწორედ ხომასურიძე იყო, რომელიც წარსულში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების სხვა აქციებშიც მონაწილეობდა, მათ შორის ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების საწინააღმდეგოდ გამართულ პროტესტზე. პოლიციამ ისიც და მისი თანმხლები პირიც დააკავა.

ხომასურიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ 8 ივნისს შეუფარდა. დღეს კი ეს აღკვეთი, დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ, გაუქმდა.

ბრალდებულის ადვოკატის, კახაბერ მუმლაძის თქმით, პატიმრობის გაუქმების საფუძველი დაზარალებული დავით ბერძენიშვილის პოზიცია და მოძრაობა „აი იას“ თავდებობა გახდა.

“დაზარალებული დავით ბერძენიშვილის პოზიცია და ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ მიერ ელექტრონულად დაანონსებული და განხორციელებული თავდებობის პეტიცია, რომელიც დაახლოებით 2005 ადამიანს შეადგენს, აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა სასამართლოსთვის, რომ ირაკლი ხომასურიძის მიმართ შეცვლილიყო პიროვნული თავდებობით პატიმრობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – მთელი დღე სუსტად იყო და იწვა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – ნატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ, რომელშიც ორი ალიანსის პრიორიტეტები იქნება გაწერილი