დავით ბერძენიშვილი: ვურჩევდი ოპოზიციის ყველა მთავარ სუბიექტს, წინასწარ გამოაცხადოს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი

“ვურჩევდი ოპოზიციის ყველა მთავარ სუბიექტს, წინასწარ გამოაცხადოს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი,” – ამის შესახებ “პირველებთან” დავით ბერძენიშვილი საუბრობს.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, რომ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირონ. ბერძენიშვილი ასევე, ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის პოზიციას ღიად დააფიქსირებს.

თუ ამას იზამს უფრო ეს პატარების და საშუალებების ახალი გაერთიანება, ეს გაერთიანება მოიგებს. პირდაპირ ვნახეთ, როგორ ხვდებიან გულშემატკივრები პრემიერს და როგორ ხვდებიან პრეზიდენტს. ასე, რომ ამ ვითარებაში ძალიან მიმზიდველი და სასარგებლოა სალომე ზურაბიშვილის ქარტიასთან თანაარსებობა. მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან გაექცეს პოლიტიკური გემოვნების დაფიქსირებას რაიმე ფორმით ამ საარჩევნო კამპანიის დროს,“ – ამბობს ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილი საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ იქნება კონფიგურაცია 2+1 – ეს კი გულისხმობს, რომ იქნება პოლიტიკური ცენტრი ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებელთან; ასევე, იქნება პატარა და საშუალო ზომის პარტიების და პოლიტიკური პირების გაერთიანება, მესამე კი იქნება გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ამ ეტაპზე აცხადებს, რომ მარტო გეგმავს არჩევენებში პოზიციონირებას.

ბერძენიშვილის შეფასებით, მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებები იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები და არჩევნების შემდეგ “ჯამურად, მერე მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა”.

მოსალოდნელი არის, რომ იქნება 2+1 სისტემა – იქნება მიხეილ სააკაშვილის პლატფორმა, იქნება სხვა საშუალო და პატარა პოლიტიკური ჯგუფების ერთიანობის, 7-8-10 სუბიექტის ერთობის პლატფორმა და პლუს, რაკი ამბობს სულ, რომ ცალკე გავდივარ პლუს გახარია. ის ორი იქნება ძირითადი და მთავარი, ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან, ვინ გავა პირველ ადგილზე და პლუს კიდევ გახარია და ჯამურად, მერე მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

ზიარ ჭურჭელია, მიშასთან აღმოჩნდება ვინმე ისეთი, რომელსაც არ ველოდებით, რომ მიშასთან შეიძლება აღმოჩნდეს, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მთავარია, რომ ოპოზიციური ხმა არ დაიკარგება. მეორე ნაწილი, ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება – „ახალი“, „ლელო“, შეიძლება „ევროპული საქართველო“.

მაგრამ რომელიც იტყვის, რომ არა, მე მაგარი ვარ და გავალ საბალახოდ ერთი პროცენტის გადასალახად, ანუ 300 ათასი ლარის მისაღებად – ვინც ასე გავა იმის მიუხედავად, რომ ეუბნებიან, რომ მოდი, ერთად ვიყოთ, რა თქმა უნდა, ის იქნება მხილებული საარჩევნო კამპანიის დროსაც,“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიარსებული მონაცემით, დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ლეიბორისტულ პარტიას 411 ადგილი ექნება, კონსერვატორებს კი – 119 მანდატი
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი – ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში