დავით ბერძენიშვილი: თითო-ოროლა ოპოზიციონერს შევიყვან პარლამენტში და ამით პრობლემას მოვიხსნი, ეს სირაქლემას პოზაში ყოფნაა

სათითაოდ, თითო-ოროლა ოპოზიციონერს შევიყვან პარლამენტში და ამით პრობლემას მოვიხსნი – ეს არის სირაქლემას პოზაში ყოფნა და ინტელექტუალური შეცდომა. რამდენი დეპუტატიც არ უნდა იყოს პარლამენტში თუ იქ არ არის ოპოზიციის ლიდერი, ფლაგმანი „ნაციონალური მოძრაობა“ ეს ნიშნავს, რომ არ იქნება პოლიტიკურად დამშვიდების შესაძლებლობა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.