დავით ბერძენიშვილი: სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილის შეურაცხყოფისთვის ნაომარ ჯარისკაცს 1 წელი მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ

პრეზიდენტობის კანდიდატობისას სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილის შეურაცხყოფისთვის ნაომარ ჯარისკაცს, გიორგი რუსიტაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის ოკუპანტებს ებრძვის, 1 წელი მიუსაჯა ქართულმა სასამართლომ. უჯიშო უწოდებია სალომეს შვილისთვის. სხვა სამხედროებსაც ემუქრებიან აღძრული საქმეებით( აფხაზეთზე განგრენა როგორ თქვაო, ამაზე გაბრაზებულებს “შეუმკიათ” სალომე).

ზუკა და მისი ოჯახი იმდენმა სახელისუფლებო ტროლმა და ბოტმა ისე უხამსად გვლანძღა და დაგვემუქრა( ლაშა ტალახაძის ჩათვლით), პროკურატურა და სასამართლო სულ მათ კანონიერ დასჯას აპირებს ხომ?))))

რა ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი…მალე, ალბათ, შემეცოდება-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით ხვალ უკრაინას ეწვევა
შემდეგი სტატიასოფელ მრავალძალში შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს