დავით ბერძენიშვილი: მივმართავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში

region
ავტ.: region ნოემბერი 8, 2020 16:24

დავით ბერძენიშვილი: მივმართავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მივმართავ, მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს დიდხანს მოუწევთ ბრძოლა და ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

„მივმართავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში. ჩვენ ვართ ილიას მემკვიდრე ადამიანები. აქ ბევრჯერ ითქვა მისი სიტყვები. მისი დღეა დღეს და ყოველდღე და ილია ჭავჭავაძის ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, დღეს არის საქართველო ევროპაში, საქართველო ნატო-ში, თავისუფლება თავისუფალ სამყაროში. დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა, ვიყოთ მზად ამისთვის. მშვიდობიანი ბრძოლისთვის ვიყოთ მზად“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 8, 2020 16:24