დავით ბერძენიშვილი: მძიმე წელი გვექნება და ეს სიმძიმე ივანიშვილს მისი ამალიანად ძალიან მწარედ დასჯის

ბიძინამ ჩათვალა, რომ შერეული სისტემა მისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად უფრო ნაკლები შანსის მქონე გახდა, ვიდრე უბარიერო, ბლოკებაკრძალული პროპორციული საარჩევნო სისტემა.

შარშან შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების უკვე პირველმა ტურმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ნაციონალმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 200- 250 ათასი ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ერთი წლით ადრე და მანამდეც. მეორე ტურში 800 ათასზე მეტი ხმა კი ორჯერ აღემატება ნაციონალების რეიტინგს.

2014, 2016, 2017 წლებში ნაციონალების კანდიდატი მეორე ტურში ხმებს ვერ იმატებდა- 25- 27% იყო და რჩებოდა ამდენივე მეორე ტურში. 2017- ში თვითმმართველობის არჩევნებზე ორივე ნახელისუფლარმა პარტიამ ( ნაციონალები და ევროპული საქართველო) ჯამში მიიღო იგივე შედეგი( 17% და 10%).

ახალი რეალობა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებისას შეიქმნა. ნაციონალურ მოძრაობას გაუჩნდა პოლიტიკური პარტნიორები, რაც განსაზღვრეს მოქალაქეებმა – ოპოზიციურმა პროდასავლურმა ამომრჩეველმა გაასწრო პოლიტიკურ ჯგუფებს.

რესპუბლიკელებმა ეს დავინახეთ მაშინვე და პირველებმა ანტინაცქოცური ძალებიდან მკაფიოდ დავუჭირეთ მხარი გრიგოლ ვაშაძეს. ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა პოზიტიური რესურსი და მის წინააღმდეგ ბრძოლა არის აუცილებელი. მასთან პარტნიორობის დაშვება დროს ჩამორჩენაა. ვერავითარ მეტ თავისუფლებას ის ვერ შემოგვთავაზებს. და არც ნაცები და ქოცები შექმნიან გრანდკოალიციას( ჰიპოთეტურად რომც წარმოვიდგინოთ, მაშინ შემდუღებელი რაში დასჭირდებათ?)))

მომავალი კოალიციური ხელისუფლება იქნება ან ნაციონალებთან თანამშრომლობით, ან ბიძინას ხელმძღვანელობით. მიშა ვერ იქნება მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში…მეტიც, ” მიშისტები” სახელისუფლებო კოალიციაში ნახევარზე ნაკლები იქნებიან. ბიძინას კოალიციის შემთხვევაში კი ბიძინას ანტინატოური ხაზი გახდება დომინანტური საგარეო პოლიტიკაში ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული ქმედებები ქვეყნის შიგნით.

შერეული სისტემით 2012- ში ყველა ურბანულ ცენტრში ყველა ოლქი დიდი უპირატესობით მოიგო ოცნების კოალიციამ. ჯამში 44 ოლქი მაშინდელმა ოპოზიციამ მოიგო, 31 კი მაშინდელმა ხელისუფლებამ. და მაშინ რომ ყოფილიყო 50%- იანი ბარიერი, კიდევ უფრო მეტ ოლქს მოიგებდა ოპოზიციონერი კანდიდატი. ახლა არის 50-%- იანი ბარიერი და ნაციონალური მოძრაობაც თანამშრომლობის შემძლეა უკვე სხვა, არანაცური წარმომავლობის პარტიებთან ( რესპუბლიკელების ჩათვლით).ამას გრიგოლ ვაშაძემ
ამ საღამოსაც გაუსვა ხაზი.
სწორედ ამან შეაშინა ივანიშვილი… შერეულმა სისტემამ 50%- იანი ბარიერით ისე შეაშინა ივანიშვილი, რომ მეორე დიდ შიშს – დარბეული მიტინგის შემდეგ პროტესტის აზვირთებას ვეღარ გაუძლო და პროპორციულის მისეული( უბარიერო/უბლოკო) ვერსიის ინიციატივით გამოვიდა.

მესამე მოსმენის წინ გადაწყვეტს ბიძინა, საბოლოოდ მივიღოთ თუ არა პროპორციული სისტემა. პრაგმატულად დათვლის, რა ურჩევნია. მე კი მგონია, რომ მან იმდენი დააგვიანა, რომ აღარსად აღარ ეჩქარება. ნებისმიერი სისტემით აუტსაიდერია….

მძიმე წელი გვექნება. და ეს სიმძიმე ივანიშვილს მისი ამალიანად ძალიან მწარედ დასჯის.

20 სექტემბრის მოლოდინში ვარ.

 

დავით ბერძენიშვილი

 

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: მაინცდამაინც სახელმწიფოებრიობა უნდა დავკარგოთ, რომ მივხვდეთ ვის ხელში ვართ ჩავარდნილი?
შემდეგი სტატიასანრო ბრეგაძე: შეწყალება არ მომხდარა ლამაზი თვალების გამო, საქმე გვაქვს კორუფციასთან