დავით ბერძენიშვილი: კურდღელი ივანიშვილი მართლა აგონიაშია

ივანიშვილი მართლა აგონიაშია. გიგიზე შური იძია და სჯის პატიმრობით. როგორც ჩანს, სრულიად უსაფუძვლოდ ეგონა, რომ გიგი უგულავა ციხიდან გამოსვლის შემდეგ იქნებოდა ზომიერი და ფრთხილი. მოტყუვდა და მთელი სახელისუფლებო არსენალი გამოიყენა დამფრთხალმა მაფიოზმა გიგის დასასჯელად. გიგასაც ხომ ემუქრება 5 წლის წინ შეჩერებული ფსევდოსაქმის ” გაცოცხლებით”.
თადუმაძეც ამ შეკვეთის შესრულებისთვისაა ფსევდოსასამართლოში გამწესებული.

ბიძინა აქამდეც ხომ ამ გზაზე იდგა, მან ხომ 20 ივნისი აკადრა საქართველოს მოქალაქეებს.
რეპრესიების გზაზე შედგა საბოლოოდ ივანიშვილი.
სპეციალურად ძაბავს ვითარებას და პოლარიზაციას აღრმავებს.
ბიძინა ასლანის გზას საბოლოოდ დაადგა. ესაა ხიდების დაწვის, თვითიზოლაციის გზა. ასლანის ხვედრი მისთვის სანატრელიც შეიძლება აღმოჩნდეს.
საქართველომ არ აიტანა და არ აიტანს უღირსებო მმართველს. კურდღელი ივანიშვილი…მაინც არჩევნებით დავსჯით, მწარედ დავსჯით-აცხადებს დავით ბერძენიშვილი

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ქვეყანაში დიქტატურაა და რუსეთის რეჟიმი!
შემდეგი სტატიანიკა მელია: მან დაინახა საფრთხე ოქრუაშვილში, იგი ხედავს საფრთხეს გიგი უგულავაში