დავით ბერძენიშვილი: ხიდაშელზე თოფაძის განცხადება ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივია

ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით ბერძენიშვილი გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელზე მისი განცხადებები ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახელისუფლებოა:
“მინდა გამოვეხმაურო გოგი თოფაძის მორიგ შეტევას საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. მე ახლა ვსაუბრობ ხაზგასმით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრის სტატუსით. ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრე, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანია თავდაცვის მინისტრის სამიზნედ შერჩეული ყველაზე მნიშვნელოვანიამ ევროატლანტიკურ ასპარეზსზე ცვენი ხელისუფლების თანამდებობის პირის წინააღმდეგ, გოგი თოფაძის, პარლამენტში თუ განსაკუთრებით პარლამენტს გარეთ, მისი მხარდამჭერების, თუ შემკვეთების არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია. მე მოველი, მრეწველთა ფრაქციის იმ წევრებისგან, რომლებიც ქართული ოცნების წევრები არიან, პასუხს იმაზე, რამდენად შესაძლებლად მიაჩნიათ, ასეთ ფრაქციაში, ამ თავმჯდომარის პირობებში საქმიანობის გაგრძელება. მე მოველი მრეწველთა პარტიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ტყემალაძისაგან რომლისგანაც არაერთხელ მოგვისმენია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისს დამადასტურებელი პოზიციები, მოველი ამჟამად რას ფიქრობს მისი ფრაქციის თავმჯდომარის ამგვარ განცხადებებზე. არაფერ შუაშია აქ საგარეჯოს არჩევნები” – აღნიშნა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაში„ვარშავის სამიტზე საქართველოსადმი მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: თქვენ ბრძანდებით ის პარტია რომელმაც აულაგმავი პოპულიზმით გადაწყვიტა ქართველი ხალხის გამასპინძლება