დავით ბერძენიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრობა რამდენჯერმე შესთავაზა

ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ეთერის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ვურეკავდი და არ მიპასუხა, სათქმელი არ ჰქონდა არაფერი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

“თუ რესპუბლიკელები ასეთი ცუდები ვიყავით 2014 წელს, როცა პრეზიდენტის სასახლიდან გამოშვებას არ დავუჭირეთ მხარი, 2015 წელს რატომ მიიღო ჩვენი შეთავაზება და რატომ დანიშნა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად. ეს ლოგიკასთან მწყრალად არის, საერთოდ არაადექვატური იყო ივანიშვილის გამოსვლები. 2011 წელს, როცა ივანიშვილმა კოალიციაში მიგვიწვია მისი გამოსვლები იყო გაცილებით ადეკვატური და კვალიფიციური, ვიდრე 2016 წელს, სოფელ-სოფელ, კუნჭულ-კუნჭულ მოსიარულე აგიტატორი ქართული ოცნების დამცრობილი შემადგენლობის” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილმა, პრემიერის თანამდებობაზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურის განხილვაზეც გააკეთა განმარტება.

მისი თქმით, იმდენჯერ იყო შეთავაზება ივანიშვილის მიერ პრემიერობაზე, რომ ასეთი ტყუილის თქმა ივანიშვილის მხრიდან ღიმილის მომგვრელია.

“იმდენჯერ და ისეთ ფორმატებში შესთავაზა ბიძინა ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრობა, ამაზე უარის თქმა ივანიშვილის მხრიდან ღიმილის მომგვრელი და არაადეკვატურია.4 თავმჯდომარე შევხდით მას “რესპუბლიკური პარტიის” – ივლიანე ხაინდრავა, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე და მე. ივლიანე ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილს სთავაზობდა მთავრობაში დაბრუნებას პრემიერ-მინისტრად, ჩვენ ვთავაზობდით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ მაინც. უამრავჯერ განხილულა ეს საკითხი, “რესპუბლიკური პარტიის” შიდა წრეებშიც 2015 წელს, ხომ არის გიგლა აგულაშვილი ახლა ოცნების მთავრობაში, ჰკითხონ გიგლას იღებდა თუ არა ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობას. ეს ტყუილი რაც ბიძინა ივანიშვილმა იკადრა მეტყველებს, რომ ამოუცნობია და არაადეკვატურად ქცეული პოლიტიკად წასული ადამიანის ქმედებები” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვინდა სიყვარულზე, ხვალინდელ დღეზე დაფუძნებული, გაფერადებული ქვეყანა