დავით ბაქრაძის განცხადებით,თვითდასაქმებულთა 90% დახმარების აღებას ვერ ახერხებს

დავით ბაქრაძის განცხადებით, თვითდასაქმებულთა 90% ვერ ახერხებს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების აღებას.

როგორც მან ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვისას აღნიშნა, 800 ათასამდე ადამიანი არსებული ბარიერების გამო ულუკმაპუროდ რჩება.

„დადგა შედეგი, რომ თვითდასაქმებულთა 90% ამ დახმარებასაც კი ვერ იღებს – ბარიერების გამო 800 ათასმა ადამიანმა ვერ მოგმართათ დახმარების მისაღებად. დავუშვათ, დაგეთანხმეთ და არ არსებობს ბარიერი – არ უნდათ დახმარება? ამდენ ათასს არ უნდა დახმარების მიღება?”, – განაცხადა დათო ბაქრაძემ.

გიორგი კაკაურიძის თქმით კი, ბარიერები არ არსებობს – მთავარია ცნობის წარმოდგენა, რომლის საშუალებითაც ადამიანი შესაბამის სიაში მოხვდება.

„ბარიერი არ არსებობს – უნდა წარმოადგინონ ცნობა. მაღაზიაში თუ აბარებდა პროდუქტს, ეს საბუთი რომ მოიტანოს, ეგეც კი მისაღებია”, – უპასუხა ოპოზიციონერებს გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარი დაუჭიროს .

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში