დავით ბაქრაძემ პარტიის ახალი სახეები წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის„ნაციონალური მოძრობის“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს პარტიის ახალი სახეები წარადგინა.

დავით ბაქრაძემ ახალი სახეები საარჩევნო სიის ნაწილის წარდგენისას დაასახელა. ესენი არიან – ლელა ქებურია, დიმიტრი ძაგნიძე, სოფიო სიუკაევა, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი, ბესო წერედიანი.

როგორც დავით ბაქრაძემ აღიშნა, ლელა ქებურია სამეგრელოს რეგიონულ კონფერენციაზე აირჩიეს, ის პროფესიით პედაგოგია.

მისივე თქმით, დიმიტრი ძაგნიძე ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური იურისტია საქართველოში, ადამიანი, რომელიც დღესაც ებრძის უსამართლობას იმ პროცესებზე, რომელსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ „რუსთავი2“-ის გარშემო.

ბაქარძის ინფორმაციით, სოფიო სიუკაევა წარმოშობით სამაჩაბლოდან, წლების განმავლობაში სამაჩაბლოში ასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას და ამას აგრძელებს დღეს თერჯოლაში.

განათლების სფეროდან არიან ნინო კვიტაიშვილი და მარიამ რამინაშვილი. რამინაშვილის თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორია.

ბესო წერედიანი კი, აფხაზეთიდან დევნილია და დევნილთა სამინისტროშიც მუშაობდა.

ლელა ქებურია, დიმიტრი ძაგნიძე, სოფიო სიუკაევა, ნინო კვიტაიშვილი, მარიამ რამინაშვილი, ბესო წერედიანი საარჩვენო სიაშიც იქნებიან.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო სიის პირველი ათეული ოფიციალურად წარადგინა
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: ვეტო კვლავ აღიქმება ფაქტობრივად პოლიტიკური ომის გამოცხადებად