დავით ბაქრაძე: ვეთანხმები არჩილ გეგეშიძეს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

აშშ-ში საქართველოს ელჩს ნამდვილად ვეთანხმები, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან, ვინაიდან ხელისუფლებაშიც, საპარლამენტო უმრავლესობაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ, სტალინის სურათები დავკიდოთ ოთახებში, რომ ნატო ცუდია და საქართველოს მომავალი ნატო-ში არ არის, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ არჩილ გეგეშიძის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არის ძალიან ძლიერი პრორუსული ელემენტი.

„რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას და მის მომავალს, ვერ გეტყვით, ეს უნდა გადაწყვიტოს სამინისტრომ. ზოგადად, იმ არეულობის, არაკორდინირებულობის და ქაოტურობის პირობებში, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახასიათებს, არ გამიკვირდება არც ასეთი განცხადებები და არც ის ქმედება, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვება. ამიტომ ელჩის კონკრეტული დისციპლინური პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს არის ხელისფულების და სამინისტროს გადასაწყვეტი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ნატოს ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია