დავით ბაქრაძე : ვარშავის სამიტზე მივიღებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას არსებითი პაკეტის გაძლიერების კუთხით

ვარშავის სამიტზე ჩვენ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან და აუცილებელ აღიარებას საქართველოს პროგრესისა წევრობის გზაზე, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გააგრძელოს გზა წევრობისთვის.

„რაც შეეხება კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო მეტ და და მრავალფეროვან მხარდაჭერას არსებითი პაკეტის გაძლიერების, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და მისი ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. არსებითმა პაკეტმა უკვე აჩვენა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. ამ პროგრესს სჭირდება განმტკიცება პრაქტიკული საშუალებებით. სწორედ ასეთ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო გააფართოებს ვარშავის სამიტი და მოგვცემს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კიდევ უფრო მეტ საშუალებას“,-აღნიშნ დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშინაფიც მსაჯულთა პროფესიული წრე შესაძლოა გაიზარდოს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე : კარასინთან შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს გვერდს ვერ ავუვლით