დავით ბაქრაძე : უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნა „ქართული ოცნების“ „ტრიუკია“, რომლითაც ცდილობენ, მოატყუონ ევროპარლამენტარები და კონგრესმენები

admin
ავტ.: admin თებერვალი 13, 2020 13:43

დავით ბაქრაძე : უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნა „ქართული ოცნების“ „ტრიუკია“, რომლითაც ცდილობენ, მოატყუონ ევროპარლამენტარები და კონგრესმენები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის საქართველოში გამოგზავნის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გიგი უგულავა არის დაკავებული პოლიტიკური ნიშნით, ამიტომ ნებისმიერი საერთაშორისო ჩართულობა მის პროცესში არის კარგი და საკითხის ასე დაყენება თავისთავად ნიშნავს, რომ თვით „ქართული ოცნებაც“ კი აღიარებს, რომ გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სულ მცირე არსებობს კითხვის ნიშნები.

„რაც შეეხება კონკრეტულად ევროპარლამენტის მისიას, ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – როდესაც ადამიანი უკვე ციხეშია უზენაესი სასამართლოს განაჩენით ვერ ვხედავთ კონკრეტულ დატვირთვას ამ კომისიის. ასეთი კომისია და ასეთი მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და არა მაშინ, როდესაც უკვე თადუმაძის ხელმოწერით ადამიანი დაპატიმრებულია. მეორე – არსებობს ასეთი პრეცედენტი, როდესაც 2013 წელს ეუთო/ოდირის მონიტორები აკვირდებოდნენ მაშინდელ სასამართლო პროცესებს, პოლიტიკურ პროცესებს, მათ დადეს მკვეთრად უარყოფითი დასკვნა, სადაც ძალიან სერიოზულად იყო გაკრიტიკებული პროცესების როგორც სამართლებრივი, ასევე პროცესუალური მხარე. „ქართულმა ოცნებამ“ არავითარი ყურადღება არ მიაქცია ამ დასკვნას ისე, როგორც არავითარ ყურადღებას არ აქცევს ევროპის სასამართლოს დადგენილებას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ჩართულობას მისასალმებელია, თუმცა ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ „ტრიუკი“, რომლითაც ისინი ცდილობენ მოატყუონ ევროპარლამენტარები და კონგრესმენები.

„ქართულ ოცნებას“ სურს, კიდევ ერთხელ ჩააქროს ცეცხლი და ისეთივე ტყუილით გაძვრესფონს, როგორც წინა კვირაში, როცა მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არწმუნებდნენ კონგრესმენებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ იქნებოდა, დიალოგი მიმდინარეობდა და ამის პარალელურად დაიჭირეს გიგი უგულავა. ეს არის კიდევ ერთი დროის მოგების და ცეცხლის დროებით Ჩაქრობის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ ამ ინიციატივაში ვერანაირ შინაარსს და დატვირთვას ვერ ვხედავთ, თორემ თავისთავად, ვიმეორებ, გიგი უგულავა არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, მასთან დაკავშირებით იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება და ჩვენი, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანა, სწორედ ის რის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღებისა და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდეს გიგი უგულავას საქმე, რადგან სწორედ საერთაშორისო ზეწოლით გიგი უგულავა აუცილებლად გამოვა ციხიდან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივან, დეპუტატ ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში იმყოფება.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.

admin
ავტ.: admin თებერვალი 13, 2020 13:43